Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:44 04.11.2019
"ბიძინასგან დანაყრებულმა ტიპებმა წალეკეს ოპოზიცია... ერთეულების გარდა, ყველა საპარლამენტო რიგში დგას"

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბვუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"---- ,,ზევსი,, და ,,კომბალი,, ----


აწი საპროტესტო აქციებზე ბევრი დაიძახებს:-- გაუმარჯოს, ჯოს, ჯოს, ჯოს, ჯოს ჯოს...ოს....ოს.. მაგრამ ცოტას ეცოდინება ის თუ რას და როგორ უნდა გაუმარჯოს...


ბიძინასგან დანაყრებულმა ტიპებმა წალეკეს ოპოზიცია. აქ ერთეულების გარდა, ყველა საპარლამენტო რიგში დგას, ხოლო 2020 წლის პარლამენტის ,,კლუჩი,, ბიძინას ხელშია. ბიძინას კი ნულოვანი ბარიერის ,,ღია კარის დღე,, აქვს გამოცხადებული. თავგადაკლულ დემოკრატო-კრატო-კრატობანას გვეთამაშება. სინამდვილეში კი უკვე განაწილებული აქვს მსუყე მანდატები -- ქოცნაცებისთვის, ,,გირჩისთვის,, და ,,ჩემი ფუჩუ ჩემია,, ,,ძუძუებიც ჩემია,, პოლიტ-ორგანიზაციებისთვის. აი რაც შეეხება ეროვნულ ფრთას, მათთვის არქიფოს ,,მოჟოჟკილი,, რაოდენობა აქვს მანდატებიდან მოტოვებული. სულ რაღაც 5--7 პროცენტი და შეეცდება ისინიც მორჩილებს დააკავებინოს. მაგალითად ისეთს როგორიც უკვე გვყავს ეროვნულობის სახედ საკანონმდებლო ორგანოში და რომლის ძარღვებშიც ყველა ცისფერ სისხლოსანი ისტორიული დინასტიაა თავმოყრილი -- გიორგი სააკაძის პირდაპირი შთამომავლობის ჩათვლით. მე პაპისეული ,,ნამუსის ქუდი,,-ც რომ შემიგდოთ ბიძინ დუქანში (პარლამენტში) გამოსატანად არ შევალ, არათუ პარლამენტარობაზე ვფიქრობ, მაგრამ არც იმის მშვიდად ყურება მინდა, რომ მხოლოდ ,,ზევსების,, შთამომავლობით თავმომწონე ეროვნული ტიპი, ,,კომბლებით,, თავმომწონეებმა ჩაანაცვლონ. თანაც ,,კომბლიანების,, იმედი ბოლომდე არ გადამწურია და არ მინდა მომავალ პარლამენტში სუსტი, ვერაფრის მაქნისი და მხოლოდ ,,კომბლით,, თავმომწონეთა თეორიულ--ეროვნული ფრაქცია ვიხილო...


P.S. ისე რა მაგარია იმისთვის რომ დაპირდები ხალხს --- დავით აღმაშენებლობას, რომ პარლამენტში შეხვიდე და ,,გირჩების,, დაკრულზე იცეკვო. არადა ეს ურეალურესი პერსპექტივაა თუ ასე ბიძინ--კულისებში ვწყვიტეთ ეროვნული ფრთის მომავალი ხვედრი. ანუ საქართველოში საქართველო,"- წერს გურამ ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge