Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:21 02.11.2019
"ნუ გაჩერდები იქ სადაც შენი ადგილი არ არის, ყოველთვის იცოდე შენი თავის ფასი..."

პაატა ცივაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბაბუამ შვილიშვილს ძველი საათი მისცა და სთხოვა წასულიყო საათის ხელოსანთან და ამ საათის ფასი გააეგო. შვილიშვილმა დაბრუნებისას უთხრა რომ 5 დოლარად შეაფასა მესაათემ ეს საათი. მაშინ წადი მაღაზიაში და იქაც იკითხე ამ საათის ღირებულება. იქაც იგივე ფასად შეაფასეს. ახლა წადი და მუზეუმში შეაფასებინო. მეზეუმიდან დაბრუნებულმა შვილიშვილმა ახარა ბაბუას, რომ მუზეუმში მილიონ დოლარად შეაფასესო.


ბაბუამ უთხრა შვილიშვილს: ამით მინდოდა გცოდნოდა, რომ სწორი ადგილი მართლებურად აფასებს შენს ღირებულებას. არ დააყენო შენი თავი არასწორ ადგილას, რამეთუ მერე არ გაბრაზდე თუ დამსახურებულად არ დაგაფასებენ. ვინც იცის შენი ფასი ის სათანადოთ დაგაფასებს კიდეც, ნუ გაჩერდები იქ სადაც შენი ადგილი არ არის. ყოველთვის იცოდე შენი თავის ფასი..."-  წერს პაატა ცივაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge