Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:51 01.11.2019
გურამ ქართველიშვილის მიმართვა "ავტორიტეტულ ქართველებს"

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"---- მიმართვა ავტორიტეტულ ქართველებს ----


ამ კიდე ერთი აშკარა პოლიტ-საეკლესიო მასკარადის ფონზე შეკითხვების წყება დამიგროვდა და არა მგონია მარტო მე მაწუხებდეს ისინი: -- როგორ ვახერხებთ იმას, რომ ჯერ ცაში აგვყავს ადამიანები, ძეგლებს ვუდგამთ, ქვეყანას ვაყიდ-ვაძარცვინებთ, სახელმწიფო და იერარქიულ სადავეებს ვაბარებთ, ვაქებთ, ვადიდებთ და მერე აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ეს ცაში აყვანილი, ჩვენგან მის ცაში აყვანამდე თურმე ნუ იტყვით და --- თაღლითი, ვაგზლის მომპარავი, უწიგნური, აფერისტი და ყოვლად უღირსი ადამიანი ყოფილა. კი მაგრამ მარტო ის არის დამნაშავე დაუმსახურებელ აღზევებაში? რაღა თქმა უნდა არა, რადგან საზოგადოების ბრალი უფროა ეს და უპირველესად მათი ვინც ასეთებს გაუკვალა გზა, დანიშნა ისინი თანამდებობებზე და მიანდო წმინდანების მიერ საუკუნეობით ნატარები საეკლესიო სახელოები. ნუთუ ადამიანის აღზევებამდე არავითარი ნორმა და შეფასების კრიტერიუმი არ უნდა არსებობდეს საზოგადოებაში, რომელსაც მომავალი უნდა? როდემდე უნდა ისხდნენ ქვეყნის სადავეებთან ადამიანები, რომლებიც ,,ბიძგვინებს,, აწყობთ, მაგრამ არანაირად არ აწყობს ქართველ ერს? ან როდემდე უნდა გვიდგამდნენ სპექტაკლებს ეს ,,ვინცხას,, პერსონაჟები იმისთვის, რომ ჩვენმა გონებამ ნაკლებად იფიქროს უკვე აშკარად მომაკვდავ სამშობლოზე? და ბოლოს როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი გულუბრყვილოები და ზედაპირულები? ასეთი ლაქუცები და ვაზელინცხებულები? სიმართლის მდევნელები და ტყუილმადიდებლები? ნახევრად მთქმელები და ,,ტუტ კაკ ტუტ გამპრავებლები? გადახედეთ თქვენ სტატუსებს --- ,,სადა ბანაობთ,, და სად ,,აბანავებთ,, ამ ისედაც მოტყუებულ საზოგადოებას....? ეეეეეეჰ
P.S. საქართველო მედია ომის ცხელი წერტილია სადაც ისე აბურთავებენ ჩვენ ტვინებს როგორც ბურთს ფეხბურთის გახურებული მატჩისას,"
- წერს გურამ ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge