Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:29 01.11.2019
"ესაა უნიჭიერესი და ღვთისმშობლის წილხვედრი ერი! რაც ხალხია, ისიც ქვეყანაა, რაა გასაკვირი ამის შემდეგ?!"

ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"ესაა უნიჭიერესი და ღვთისმშობლის წილხვედრი ერი! რაც ხალხია, ისიც ქვეყანაა, რაა გასაკვირი ამის შემდეგ?! სწავლა აქ არ უნდათ, მუშაობა აქ არ უნდათ, უნდათ ჩალიჩი, ტყუილი, ნაცნობობით გაძრომ-გამოძრომა, დიდი ფულის შოვნა უცებ და მერე ეკლესიაში, წინა რიგში დიდი სანთლით დგომა... შედეგებიც შესაბამისი გვაქვს!


Beso Namchavadze

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის მიხედვით საქართველო 141 ქვეყანას შორის 125-ე ადგილზეა.


ბევრი ღარიბი ქვეყანაც კი გვისწრებს, მაგალითად: ბოლივია, ბანგლადეში, ყირგიზეთი, მადაგასკარი (უღარიბესი), ეთიოპია (უღარიბესი), ნეპალი, მოლდოვა, მალი (უღარიბესი), უგანდა, ზამბია, ბურუნდი (უღარიბესი) და ა.შ.


ასეთი დაბალი პოზიცია სხვაში არაფერში გვაქვს.


რომ ვიძახით პატარა ქვეყანაა საქართველოო, ბაზრის სიდიდით მსოფლიოში 104-ე ადგილზეა, ანუ სამუშაო ძალის კვალიფიკაციით უფრო „პატარაა“.


ეს შედეგი მოიტანა ცუდმა სკოლამ და უნივერსიტეტმა, ნეპოტიზმმა, ვაზელინის სიყვარულმა, მისტიკური ძალების იმედზე ყოფნამ, ძალადობრივი და არაკეთილსინდისიერი გზებით ფულის შოვნის ქართველობად აღიარებამ (რომ გვართმევენ და ვიცავთ), მცირედით დაკმაყოფილებამ და მერე მთელი ცხოვრება წუწუნმა, მთავრობის ყოვლისშემძლეობაზე ფიქრმა და ა.შ."- წერს ცოტნე გამსახურდია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge