Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:57 01.11.2019
"პეტრე - არაკაცი ხარ, ნაბიჭვარი არაკაცი - იმიტომ, რომ იმ იმედს შეეხე, რომელიც ერთადერთია მთელს ერში!"

ბაქარ დევდარიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"პეტრე - არაკაცი ხარ, ნაბიჭვარი არაკაცი - არაკაცი ხარ იმიტომ, რომ იმ იმედს შეეხე, რომელიც ერთადერთია მთელს ერში, იმ სიწმინდეს შეეხე რომელმაც ქართველი ხალხი ღმერთისკენ შემოაბრუნა, იმ მომავალს შეეხე რომლის იმედად ათასობით ოჯახმა შვილები გააჩინა, იმ გვარებს შეეხე რომელიც დაილოცა და ეკურთხა, იმ წარსულს შეეხე რომლითაც ასე ვამაყობთ, კაცობას შეეხე, იმ ბავშვების ნათლიას შეეხე საქართველოს მომავალი რომ უნდა იყვნენ, იმ ოჯახებს შეეხე ვინც იმედის თვალით შეჰყურებს მომავალს, მათ ერთადერთ ნუგეშს შეეხე, ჩემს პატრიარქს შეეხე და ამდენ ცოდვაში და ლაფში გახვიე მთელი ქვეყანა, არაკაცი ხარ იმიტომ რომ ამ ყველაფრით ცდილობ რწმენა და სიყვარული დააკარგვინო ხალხს იმის რისიც ასე სწამთ და სჯერათ, რისი და ვისიც იმედი აქვთ ჭირში თუ ლხინში... ნაბიჭვარი არაკაცი ხარ იმიტომ რომ ეს ყველაფერი ანგარებით გააკეთე და ეს შენს ცბიერ თვალებში და თხის წვერებში იკითხება... შენს დედას კი არ მოვიკითხავ თუ ცოცხალია ვუთანაგრძნობ რომ ასეთი გველი გშობა და მამასაც ვუთანაგრძნობ ასეთი არაკაცი რომ გაგზარდა... თუნდაც 0.001 % -იც რომ დავუშვათ მართალი იყო - შენ მაინც ნაბიჭვარ არაკაცად დარჩები - შენ და შენი მიმდევრები, პატარა ნაბიჭვარი არაკაცუნები..." - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge