Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:43 01.11.2019
"ის, რაც დღეს მოხდა, ქართველი ხალხის, ქართული ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ბინძური შურისძიებაა"

ვალერი კვარაცხელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზერ წერს:

 

"იქნებ სულაც არ იყივლოს ამ დილით მამალმა!


- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენი უმთავრესი სამიზნე მართლმადიდებლობაა! - აცხადებდა აშშ-ის მაშინდელი მთავარი იდეოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი.


მართლმადიდებლობას იმის გამო ებრძვიან, რომ რუსეთი დააჩოქონ, ვინაიდან რუსეთის ზესახელმწიფოებრიობის უმთავრესი გარანტი მის უდიდეს ტერიტორიასთან, უმდიდრეს წიაღისეულსა და უძლიერეს შეიარაღებასთან ერთად, და უფრო მეტადაც, მისი მაღალი სულიერება, ანუ მართლმადიდებელ სამყაროს ცენტრად («მესამე რომი») ყოფნაა. არავითარი მსოფლიო პატრიარქი (რომელიც თურქეთში ზის და თავი კონსტანტინოპოლში ჰგონია) რეალურად არ არსებობს. რეალურად, მართლმადიდებელი სამყაროს ცენტრი რუსეთი და მისი ეკლესიაა. მართლმადიდებელი სამყაროს დაშლა რუსეთისათვის ამ სამყაროს ცენტრად ყოფნის საშუალების მოსპობას ნიშნავს, რის შემდეგ, ამერიკელთა აზრით, ამ ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა გაიოლდება. ამ მიზანს ემსახურება ამერიკელთა თავგამოდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან უკრაინის ეკლესიის მოსაგლეჯად. ამავე მიზნით ხორციელდება იერიში ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის უაღრესად ავტორიტეტულ პატრიარქ ილია მეორეზე.


ქართულ ეკლესიასა და ილია მეორეზე შტურმისთვის მზადებას სათავე მაშინ დაედო, როცა ქართველმა სასულიერო პირებმა ვაშინგტონში სირბილი დაიწყეს, სადაც მათ საშინაო დავალებები მიიღეს. მათთვის მიცემულ დავალებათა შორის უმთავრესი ეკლესიაში (პოლიტიკურ ნიადაგზე) განხეთქილების შეტანა და ილია მეორის დისკრედიტაცია იყო.


იციან დავალების მიმცემებმა:


სინოდის წევრთა შორის როგორც კი გაჩნდება თუნდაც პატარა დაჯგუფება, რომელიც პროამერიკულად ალაპარაკდება, განხეთქილება გარდაუვალი გახდება, ვინაიდან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი სინოდი იუდას შთამომავლებს არასოდეს აჰყვება, რადგან მათთვის რუსეთი (რამდენიც არ უნდა უძახონ მას ოკუპანტი და ისტორიული მტერი) მართლმადიდებლობის ბურჯად და ციტადელად დარჩება ყოველთვის.


ის, რაც დღეს მოხდა, ქართველი ხალხის, ქართული ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ბინძური და სულმდაბალი შურისძიებაა:


* დაუმორჩილებლობის გამო;
* ამერიკული ცხოვრების წესის მიუღებლობის გამო;
* ნატოს მიმართ უნდობლობის გამოვლენის გამო;
* სოდომური ცოდვის დანერგვაში გაწეული წინააღმდეგობის გამო;
* ტრადიციათა და ისტორიულ ღირებულებათა ერთგულების გამო;
* ქრისტეს სიყვარულის გამო.

- თქვენი პატრიარქი ოჯახის ინსტიტუტის დამცველი და ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია? - ქირქილებენ ისინი, - მაშინ ჩვენ მას, არა სხვა რამეს, არამედ სწორედ მამათმავლობას დავაბრალებთ!


- მერე, ვინ იქნება ამ საშინელების პირველი გამხმოვანებელი, სად იპოვით ადამიანს, რომელსაც ეს უბედურება ბაგეთაგან დასცდება? - ყურში ჩაესმით მათ ამ მკრეხელური ჩანაფიქრით გაოგნებული ქართველი ხალხის შეკითხვა.


- ოცდაათი ვერცხლი, - ვერაგულად იღიმიან ისინი, - თქვენ ხომ თითქმის ქრისტეს ასაკის ქრისტიანები ხართ, ნუთუ არაფერი გსმენიათ ოცდაათი ვერცხლის უძლეველობის შესახებ?!


- გვსმენია, მაგრამ არ გვჯერა ოცდაათი ვერცხლის ყოვლისშემძლეობისა, - იმედს არ კარგავს ქართველი ხალხი.


- ამაღამ, მამლის ყივილამდე, მისი საყვარელი მოწაფე, მღვდელთმთავარი პეტრე სამჯერ უარყოფს პატრიარქს, - გადაჭრით აცხადებენ ცრუ-ს მაღალჩინოსნები, - უარყოფს და ცოდვათა შორის უსაშინლეს ცოდვასაც დააბრალებს!


- ამგვარი საშინელების გამხმოვანებელი იუდა კიდევაც რომ აღმოჩნდეს პატრიარქის მოწაფეთა შორის, ვინ, რომელი ბრიყვი და ძე შეცდომილი დაიჯერებს ამ გულისამრევ სიცრუეს, თქვენს მიერ შეთხზულ ამ პასკვილს, ამ სისულელესა და სიბინძურეს?


- ჰა... ჰა... ჰა... ოღონდ ითქვას, ოღონდ ერთხელ მისწვდეს ხალხის გაფაციცებულ სმენას ეს ამბავი და დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ჭკვიანი და სულელი, შლეგი და ნორმალური ისე აღტყინებით შეეგებება, ისე აიტაცებს და იმდენჯერ გაიმეორებს მას, რომ სათვალავი აგერევათ, ჰა... ჰა... ჰა...

ასეც მოხდა.


დღეს მეუფე პეტრემ სამჯერ დააღო პირი, სამჯერ უარყო მისი პატრიარქი და სამჯერ წამოროშა ამერიკელთა დანაბარები სიბინძურე...

ახლა დილის ოთხი საათია და ერთი რამის იმედი მაქვს მხოლოდ: იქნებ არ განმეორდეს, იქნებ არ ახდეს, იქნებ არ აღსრულდეს, რაც თქმულა და დაწერილა, იქნებ დაირღვეს ბუნების ყველა წესი და რიგი, იქნებ არ გათენდეს ეს ღამე, საერთოდ, და იქნებ სულაც არ იყივლოს ამ დილით მამალმა!

ვალერი კვარაცხელია


2019 წლის 1-ნოემბერი" - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge