Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:50 30.10.2019
„რუსეთმა გარეგნულად უკმაყოფილება გამოხატა, მაგრამ გულში იფიქრა - მოიცა, ბებერო ევროპავ, სულ მალე გადათქვამ მაგ უარსო - დანიამ აჭიანურა მშენებლობის უფლების მიცემა და დღეს დათანხმდა“

სიმონ კილაძის ბლოგი: 

 

„ეჰ, დანია, დანია... (მცირე იუმორით)

 

ხომ გახსოვთ - დანიამ ამ ორი თვის წინათ გაზსადენ "ჩრდილოეთი ნაკადი-2"-ის მშენებლობა დაბლოკა - ჩემს ტერიტორიულ წყლებში კაციშვილს არაფერს გავაყვანინებ - აგრესორ და ვერაგ რუსებს მით უმეტესო. ბალტიის ზღვის ფსკერზე მილების ჩაწყობა შეჩერდა, გემები უსაქმოდ იდგნენ. ყველა ფიქრობდა - "კაპუტ ნაკადიო". სხვათა შორის, მეც თითქმის დავიჯერე. რუსეთმა გარეგნულად ვითომ უკმაყოფილება გამოხატა, მაგრამ გულში იფიქრა - მოიცა, ბებერო ევროპავ, სულ მალე გადათქვამ მაგ უარსო... დანიამ აჭიანურა, აჭიანურა მშენებლობის უფლების მიცემა და... დღეს დათანხმდა. რუსებმა ნიშნისმოგებით განაცხადეს - რატომ გაგვაჩერეთ, ხომ მაინც იძულებული გახდით ნებართვა მოგეცათო... რავა, ჩვენი იაფი გაზი ცუდად იწვის თუ ამერიკული ძვირი გაზი გირჩევნიათო? ახლა დამკვრელური ტემპით, ძველი კომკავშირული ენთუზიაზმით ვადაზე ადრე დავასრულებთ მშენებლობასო“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge