Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:26 28.10.2019
გერმანიაში რეგიონალური არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო - ტურინგიაში ეგზიტპოლის შედეგით გამარჯვება მოიპოვა ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტურმა პარტიამ

27 ოქტომბერს გერმანიაში რეგიონალური არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო. ტურინგიაში ეგზიტპოლის შედეგით გამარჯვება მოიპოვა ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტურმა პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD). AfD-მ ხმათა 23% მიიღო, ხოლო მერკელის პარტიამ - 22%. ჯერჯერობით მხოლოდ ტურინგიის მხარის ხმებია დათვლილი, თუმცა ვარაუდობენ, რომ მემარჯვენეები სხვა რეგიონებშიც გაიმარჯვებენ. არჩევნების შედეგებს სტატია BBC-მაც მიუძღვნა.

 

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ არის პარტია, რომელიც იბრძვის გერმანიაში მიგრაციული პროცესების შესაჩერებლად და ქვეყნის ისლამიზაციისგან გადასარჩენად. ისინი ასევე LGBT-ქორწინებების წინააღმდეგიც არიან. ამ ყველაფრის გამო ლიბერალები მათ ნაცისტებად მოიხსენიებენ. თუმცა ფაქტია, ლიბერალური შავი პიარი არ მუშაობს და გერმანიის მემარჯვენე პარტიის რეიტინგი წლიდან წლამდე იზრდება. 1945 წლიდან მოყოლებული 2017 წლამდე გერმანიის პარლამენტში ყოველთვის ლიბერალური პარტიები ხვდებოდნენ, 2017 წელს კი ყველასათვის მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა და გერმანიის ეროვნულმა პარტიამ ხმათა 13% მიიღო, რის შედეგადაც 72 წლის მანძილზე პირველად, ეროვნული ძალები პარლამენტში მოხვდნენ. სულ რაღაც 2 წელიწადში მათი რეიტინგი 10%-ით გაიზარდა და 23% გახდა, რამაც ქვეყნის ლიბერალური ნაწილის დიდი შეშფოთება გამოიწვია. ისინი შიშობენ, რომ მალე ნაციონალისტები მათ ძალაუფლებას ჩამოართმევენ. მემარჯვენე ძალების ეგრეთ წოდებული „აღზევება“ 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ნაციონალისტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, რამაც ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია ევროპაში და ეროვნული ძალების გამარჯვება შეუქცევადი გახადა. პოლოტოლოგები და ექსპერტები აცხადებენ, რომ მალე ევროპის ბევრ სახელმწიფოში ხელისუფლების სათავეში მემარჯვენე ძალები მოვლენ.

 

 

 

 

წყარო: intermedia.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge