Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

19:51 28.10.2019
ქართველი მოცარტი

თბილისის ოპერისა  და ბალეტის თეატრში სეზონი გახსნა ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა (სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი), სოლისტი - ცოტნე ზედგენიძე. კონცერტი გაიმართა UNICEF-თან თანამშრომლობით (გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში GHASSAN KHALIL-ი.  დევიზით «ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავი. ყველა უფლება, ყველა ბავშვისთვის».

 

კონცერტის დაწყებამდე GHASSAN KHALIL-მა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მან მადლობა გადაუხადა ნიკოლოზ რაჭველს და ეროვნულ სიმფონიურ ირკესტრს თანამშრომლობისა და ბავშვთა უფლებების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის. შემდეგ მან ნიკოლოზ რაჭველს მოწმობა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა, როგორც UNICEF-ის კეთილი ნების ელჩს.

 

კონცდერტზე შესრულებულ იქნა ბეთხოვენის, ადამსის, ნიკოლოზ რაჭველის, ცოტნე ზედგენიძის და შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები.

 

 

მაყურებელს ასევე წარუდგინეს ძალიან საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი სადაც ნიკოლოზ რაჭველი და ცოტნე ზედგენიძე საუბრობდნენ მუსიკაზე და მუსიკის შექმნის პროცესებზე, რამლმემაც მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

10 წლის ცოტნე დაიბადა მუსიკალური ტრადიციების ოჯახში და ადრეული ასაკიდან განსაკუთრებით დაინტერესდა კლასიკური მუსიკით. ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა 5 წკის ასაკში დაიწყო მესი ბებიის ნინო მამრაძის (წარსულში ნიჭიერთა ათწლედის დირექტორი) ხელმძღვანელობით. ექვსი წლის ასაკიდან იგი უკვე ფურცლიდან კითხულობდა და სწავლობდა კლემენტის, მოცარტის, სკარლატის, ბეთხოვენის, ბახის, გრიგის, შუბერტის, მენდელსონის, შუმანის, ლისტის და პროკოფიევის საფორტეპიანო ნაწარმოებებს.

 

ამავე ასაკში ცოტნემ დაიწყო იმპროვიზირება და საკუთარი ნაწარმოებების შექმნა.

 

ცოტნეს პირველი სოლო კონცერტი 14 ივნისს გაიმართა თბილისში და ცოტნეს დედის — ირინა სულხანიშვილის ხსოვნას მიძღვნა. კონცერტის შემდეგ ცოტნე მიიწვიეს სხვადასხვა ფესტივალზე, რომელთა შორისაც გახლდათ ცოტნეს კონცერტი 2019 წლის თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.

 

ელისო ვირსალაძე: «მთელი ცხოვრების მანძილზე არ შემხვედრია ისეთი მოვლენა, როგორიც ეს ბავშვია».

 

გია ყანჩელი: «ეს არის ფენომენი, როგორებიც საუკუნეში ერთხელ იბადებიან».

 

რევაზ თოფურია

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge