Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:06 28.10.2019
„დღეს არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა - ამბობენ, მემარცხენეები რევანშს აიღებენო“

სიმონ კილაძის ბლოგი:

 

დღეს არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ამბობენ, მემარცხენეები რევანშს აიღებენო, ანუ გაიმარჯვებენ პერონისტები - კირშნერების ოჯახის წარმომადგენელი ქრისტინა კირშნერი (მისი ქმარი ნესტორი ქვეყნის პრეზიდენტი 2003-2007 წლებში იყო, შემდეგ კი - 2007-დან 2015-მდე - თვითონ ქრისტინა პრეზიდენტობდა). მოკლედ, ცოლ-ქმარი არგენტინას 12 წელი მართავდა. ახლანდელმა პრეზიდენტმა მაურისო მაკრიმ (სხვათა შორის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერმა) არ გაამართლა, ბევრი დაპირება ვერ შეასრულა და ამიტომ არგენტინელებმა მზერა ისევ "რკინის ქალს" - ქრისტინას მიაპყრეს. ამბობენ, რომ ქრისტინა წინააღმდეგობრივი ფიგურააო. ერთი მხრივ - ლიბერასტია (მაგალითად, იგი მომხრე იყო ერთსქესიანი ქორწინებებისა და კანონს პირდაპირ ეთერში, ყველას დასანახად მოაწერა ხელი), მეორე მხრივ - მემარცხენეების - "ლათინოსი" მარქსისტების "ზამაშკები" აქვსო. ამიტომ იგი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზეა წარდგენილი. პრეზიდენტი, ალბათ, ალბერტო ფერნანდესი (ყოფილი პრემიერ-მინისტრი) იქნება, მაგრამ იგი ვიცე-პრეზიდენტ ქრისტინას შებოჭილი ეყოლება...

 

ფოტოზე: ვლადიმერ პუტინი და ქრისტინა კირშნერი კრემლში. 2015 წლის აპრილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge