Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

18:36 27.10.2019
„ამ ოპერაციისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო რუსეთს, თურქეთს, სირიას, ერაყსა და სირიელ ქურთებს - ბაღდადი მოკვდა, როგორც ლაჩარი, რომელიც გადასარჩენად გვირაბში გარბოდა“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ალ-ბაღდადის ლიკივიდაცია დაადასტურა. განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. ტრამპმა განაცხადა, რომ ბაღდადი მოკვდა, როგორც ლაჩარი ადამიანი, რომელიც გადარჩენის მიზნით გვირაბში გარბოდა და თავი „ შაჰიდის ქამრით“ აიფეთქა.

 

„აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი იყო. მსოფლიოში ყველაზე ძალადობრივი ორგანზაციის ლიდერი. მისი დაკავება ან ლიკვიდაცია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტს წარმოადგენდა. ბაღდადი იყო ავადმყოფი და გახრწნილი ადამიანი. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალადობას იყენებდა და მისი დასასრულიც ძალადობრივი გზით განხორციელდა. ამ ოპერაციისთვის მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთს, თურქეთს, სირიას, ერაყსა და სირიელ ქურთებს. ამასთან, მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის დაზვერვის სამსახურსა და თითოეულ ჯარისკაცს. მათ ბრწყინვალე საქმე გააკეთეს. სამყარო ახლა გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე აქამდე იყო. ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, - განაცხადა ტრამპმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge