Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:04 23.10.2019
„რუსეთი ძველებურადაა დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით“

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე აქვეყნებს რუსულ მედიაში მომზადებულ ინტერვიუს: ანდრეი რუდენკო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს კორესპონდენტს, რომლის დროსაც მან, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულების შესახებაც ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

- რამდენიმე ხნის წინ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგი არ არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით - ქართველებმა გააცნობიერეს ანტირუსული პროვოკაციების არაპროდუქტიულობაო. თქვენ როგორ ფიქრობთ - შეიძლება თუ არა ავიამიმოსვლა უკვე მიმდინარე წელსვე აღდგეს? და მზად არის თუ არა მოსკოვი დაუბრუნდეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს? როდის და რა პირობების დროს შეიძლება ეს მოხდეს?

 

- ვრცელი კომენტარები საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის პერსპექტრივასტან დაკავშირებით არა მარტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა, არამედ რუსეთის პრეზიდენტის პრესდმივანმა დიმიტრი პესკოვმაც. შეგახსენებთ, რომ ჩცვენს მიერ მიღებული შემზღუდავი ზომები იყო პასუხი იმ ანტირუსულ პროვოკაციაზე, რაც თბილისში მოაწყეს მიმდინარე წლის ივნისში. გადაწყვეტილების მიზანს, როგორც იცით, რუსეთის იმ მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა, რომლებიც საქართველოს სტუმრობდნენ. რასაკვირველია, ფრენების შეწყვეტას მხოლოდ დროებითი ხასიათი აქვს. შეზღუდვის გაუქმების პირობები მკაფიოდაა მოცემული რუსული მხარის მიერ, რაც გულისხმობს საქართველოში სიტუაციის სტაბილიზებას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის რაიმე მუქარებისა და საშიშროების გაქრობას და რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტას.

როგორც იცით, 26 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენასამბლეის 74-ე სესიის მიმდინარეობისას, პირველად ბოლო 12 წლის განმავლობაში, რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ. საუბრის დროს სერგეი ლავროვმა თავისი ქართველი კოლეგს დავით ზალკალიანის ყურადღება რუსული მხარის გარკვეულ სიგნალებზე მიაქცია. ვფიქრობთ, რომ თბილისი აუცილებელ დასკვნებს გააკეთებს. თავის მხრივ, რუსეთი ძველებურადაა დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით, რაც ჩვენი ქვეყნების ხალხთა ძირეულ ინტერესებსაც პასუხობს. რაც შეეხება რუსეთის ვიზების გაუქმებას საქართველოს მოქალაქეებისათვის, ამ საკითხზე მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობდა ივნისის მოვლენებამდე, რაზედაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ლაპარაკი ნაადრევად მიგვაჩნია. აუცილებელია, რომ სულ მცირე - სიტუაცია კრიზისამდელ პერიოდს დაუბრუნდეს.

 

- როგორაა რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტის საქმე სამხრეთ ოსეთის გავლით? რატომ არ ამუშავდა? რამდენად შეეფერება სიმართლეს, რომ პრობლემა თითქოსდა ცხინვალის მიერ გამოხატულ პოზიციაშია? აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა კიდევ ერთ სატრანსპორტო არტერიას - რკინიგზას რუსეთიდან სომხეთისაკენ, აფხაზეთისა და საქართველოს გავლით?

 

- რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩართვით უკავშირდება რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს შორის 2011 წელს დადებული შეთანხმების რეალიზებას, რომელიც საბაჟო ადმინისტრირებასა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგს გულისხმობს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები ამ შეთანხმების მონაწილეები არ არიან, მაგრამ ორივე დაინტერესებულია თავიანთ ტერიტორიაზე სატრანზიტო ვაჭრობით. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის შეთანხმებით, მონიტორინგი „სავაჭრო დერეფნებში“ ტვირთების მოძრაობაზე ნეიტრალურმა შვეიცარიულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს. ამჟამად გრძელდება მოლაპარაკება რუსეთ-საქართველო-შვეიცარიის ერთობლივი კომიტეტის ფორმატში, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ზედამხედველობა აღნიშნული შეთანხმების რეალიზებაზე, ასევე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაზე მოუგვარებლ საკითხებთან მიმართებით. იმედი გვაქვს, რომ მხარეები მოახერხებენ სადაო მომენტების კომპრომისულ მოგვარებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყება ხელს შეუწყობს რეგიონული ვაჭრობის განვითარებას და ამიერკავკასიაში ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge