Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:56 22.10.2019
„თურქეთს სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება“ - როგორ ხვდებიან ადგილობრივები ამერიკის მიერ სირიიდან ჯარების გამოყვანას

როგორ ხვდებიან ადგილობრივები ამერიკის მიერ სირიიდან ჯარების გამოყვანას. იხილეთ ვიდეო:

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მის ქვეყანას სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან დღეს რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ სირიის პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას ვცდილობთ. არ გვჭირდება სხვისი ტერიტორიები, ყველა ნაბიჯს ძალიან ფრთხილად და წინდახედულად ვდგამთ“, - განაცხადა ერდოღანმა. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ ანკარამ და მოსკოვმა სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს. მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმებები სირია-თურქეთის საზღვარზე შექმნილი მწვავე სიტუაციის გადაჭრას შეუწყობს ხელს.

 

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო, თუმცა, ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge