Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:34 22.10.2019
საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელთანაც გაერთიანებულმა სამეფომ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელთანაც გაერთიანებულმა სამეფომ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, ითვალისწინებს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობას, კერძოდ დოკუმენტი იმეორებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (Deep and Comprehensive Free Trade Are) დებულებებს. შეთანხმება ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდგომ ამოქმედდება.

 

შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის: საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა; კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობა; ეკონომიკური დიალოგი; ტრანსპორტი; ენერგეტიკა; გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა; ინდუსტრიული და სამეწარმეო პოლიტიკა, ინოვაციები; ფინანსური სერვისები; საინფორმაციო კომუნიკაციების ტექნოლოგიები; ტურიზმი; სოფლის მეურნეობა; სოციალური პოლიტიკა და ჯანდაცვა; განათლებისა და კულტურის დარგები; ასევე რეგიონული თანამშრომლობა და სხვა. შეთანხმება აღიარებს საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, აგრეთვე მის ევროპულ არჩევანს; მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge