Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:20 21.10.2019
"თუ ქურთები 35 საათის განმავლობაში არ გავლენ, თურქეთი სამხედრო ოპერაციას განაახლებს"

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი განაახლებს სამხედრო ოპერაციას სირიაში, თუ ქურთული სამხედრო ფორმირებები ტერიტორიას 35 საათის განმავლობაში არ დატოვებენ.

 

„ჩვენ 35 საათი დაგვრჩა. თუ ისინი არ გავლენ, ჩვენ განვაახლებთ ოპერაციას. ამაზე ამერიკელებთანაც შევთანხმდით“, -განაცხადა ჩავლუშოღლუმ.

 

მისივე თქმით, თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციებს ებრძვის და არა ქურთებს და აღნიშნა, რომ თურქეთს თავს 350 000 სირიელი ქურთი აფარებს.

 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თურქეთი დათანხმდა შეერთებული შტატების მოთხოვნას, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესახებ. ანკარა რეგიონში სამხედრო ოპერაციას ახორციელებდა, რომელიც მიზნად ისახავდა სასაზღვრო ზოლის ქურთი მებრძოლებისგან გაწმენდას და ე.წ. „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge