Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:31 21.10.2019
„აი, ეს კოხტაპრუწა ჰყავდათ "ქართული ოცნების" სპიკერად, ახლა ბოკერიას რომ შეჰყურებს დასჯილი ძაღლივით, რომელმაც ახლახან ფაჩუჩები დაღრღნა“

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც პარლამენტარი გიგა ბოკერია პოლიტიკურ ლექციას კითხულობს. მის გვერდით არის „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ბოკერიას თანაპარტიელი იყო:

 

„არა არს ღმერთი გარდა ბოკერიასი და ზარდიაშვილია მოციქული მისი. აი, ეს კოხტაპრუწა ჰყავდათ "ქართული ოცნების" სპიკერად, ახლა ბოკერიას რომ შეჰყურებს დასჯილი ძაღლივით, რომელმაც ახლახან ფაჩუჩები დაღრღნა. სირცხვილიც აღარ არის ეს ყველაფერი! ბოკერია ცდილობს, ახალგაზრდების ხმები მიიღოს. რას ცდილობს ზარდიაშვილი? და რას ფიქრობენ მისი დოსტები "ქართული ოცნებიდან"?“, წერს ბონდო მძინარაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge