Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:42 20.10.2019
ჟურნალისტებს შაქშაქეთის საგუშაგოდან ატოცში, საოკუპაციო ხაზის მიმართულებით გადაადგილების საშუალება მისცეს - შეიარაღებული ოკუპანტები პროცესს დურბინდებით აკვირდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს შაქშაქეთის საგუშაგოდან სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზის მიმართულებით გადაადგილების საშუალება მისცეს. ამ წუთებში გამყოფ ხაზთან პოლიციელები, მედიის და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებიან. გამყოფი ხაზის პერიმეტრზე უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები არ მიმდინარეობს. იმ ბოძებზე, რომლებიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე თვის წინ დაამონტაჟეს, ლითონის ბადეები უკვე დამაგრებულია. რამდენიმე წუთის წინ ე.წ. სასაზღვრო ნაგებობების მეორე მხრიდან შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, რომლებიც ქართველ პოლიციელებს და მედიის წარმომადგენლებს ფოტოებს უღებენ და დურბინდებით აკვირდებიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge