Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

19:22 19.10.2019
„ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის“

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია: 

 

„ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში. მისი თქმით, ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარანტიები მოითხოვეს. „ოთხი საერთაშორისო ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, როგორიცაა ოპიკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვა, რომლებსაც უნდა გამოეყოთ დაფინანსება პროექტისთვის, როცა მათ შეისწავლეს პროექტის კომერციული მომგებიანობა, მოგვიბრუნდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენ რომ ამაში კონსორციუმს ფული ვასესხოთ, მთავრობამ უნდა მოგვცეს გარანტია, რომ ეს ფული დაგვიბრუნდებაო, რადგან ეჭვი გვეპარებაო“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

ამასთან, ქობულიამ მაგალითად მოიყვანა ფოთში ტვირთების გაფართოების ტერმინალის პროექტი, რისთვისაც ოპიკს გარანტორები არ მოუთხოვია. „მაგალითად ფოთში კეთდება ტვირთების გაფართოების ტერმინალის პროექტი, იქაც მონაწილეობს ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს ანაკლიის პროექტში - ეს არის ოპიკი, რომელმაც გამოყო 50 მილიონი დოლარი სესხად და პრაქტიკულად არანაირი პრობლემა არ ყოფილა და პირობა არ დაუყენებია მთავრობისთვის, რომ გარანტიები მიეცა“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge