Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:49 19.10.2019
„საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყველაფერი კეთდება, რომ მშვიდად, განაგრძონ ჩვენმა მოქალაქეებმა ცხოვრება თავის მიწაზე“

ატოცში რაც ხდება, ამაზე ჩვენ ერთხელ უკვე გამოვთქვით აზრი და ვადასტურებთ, რომ ეს არის მიუღებელი და იმ პოლიტიკის, „ბორდერიზაციის“ გაგრძელება, რაც დაწყებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გორში განუცხადა. პრემიერის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ „მშვიდად, განაგრძონ ჩვენმა მოქალაქეებმა ცხოვრება თავის მიწაზე“.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,რომ თითოეული მოქალაქის თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა დაცული იყოს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, დღეს, სახელმწიფო სრულ სინქრონში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა იმ ნაბიჯს დგამს, რაც აუცილებელია იმისათვის,რომ წყანარად, მშვიდად, განაგრძონ ჩვენმა მოქალაქეებმა ცხოვრება თავის მიწაზე. მინდა გთხოვოთ თქვენც, მეც ხომ აქ ვარ დღეს, გორში, სულ ახლოს საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ სულ სხვა თემებზე ვსაუბრობთ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომავალი არის სწორედ, ასეთ ხალხთან მუშაობა. შრომა, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო არის ის, რამაც ჩვენ უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge