Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

10:53 15.10.2019
17 ოქტომბერს, თბილისში გოლფის საერთაშორისო ტურნირი “Taste & Play” საზეიმოდ გაიხსნება - დეტალები

17 ოქტომბერს, თბილისში გოლფის საერთაშორისო ტურნირი “Taste & Play” საზეიმოდ გაიხსნება. საორგანიზაციო კომიტეტის მზადყოფნაზე და ტურნირის დეტალებზე “ჯორჯიან თაიმსს”  “TasteGolf” პრეზიდენტი, ზურაბ ბოქოლიშვილი ესაუბრება:

 

-ბატონო ზურაბ, რას გვეტყვით მოსამზადებელ ეტაპზე და როგორ ხვდებით ტურნირს?


- მოგესალმებით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ თითქმის იდეალურად ჩაიარა მოსამზადებელმა ეტაპმა, აბსოლუტურად ყველა დეტალი, რომელიც ასეთი დონის მსხვილი ტურნირებისთვის არის საჭირო გათვალისწინებულია,- განთავსება, ლოჯისტიკა, გახსნის და დახურვის საღამოები, პრიზები და საჩუქრები, ყველაფერი უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად გაკეთდა. ძალიან ნაყოფიერად იმუშავა საორგანიზაციო კომიტეტმა რომელიც საქართველოს გოლფის ფედერაციის, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის და PKF Kaizen-ს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული, ასე რომ ტურნირის მონაწილეებს და სტუმრებს დაუვიწყარ დღეებს ვპირდებით.

 


- რა იყო და არის თქვენთვის მთავარი, როდესაც გადაწტვიტეთ ტურნირის ორგანიზება?


- ფაქტორების ერთობლიობა; ის რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია ქონდეს საკუთარი ბრენდის მატარებელი სპორტული მოვლენა, რომელიც კონკურენციას გაუწევს ანალოგებს მთელს მსოფლიოში, წმინდა ტურისტული შემადგენელი, ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც ქვეყნის ტურ სექტორის განვითარების სტრატეგიასთანაა თანხვედრაში და ხელს უწყობს მაღალშემოსავლიანი ვიზიტორების მოზიდვას და შეთავაზებების დივერსიფიკაციას და ბოლოს, ალბათ სპორტის სიყვარული, რაც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია...


- გვითხარით ტურნირის გეოგრაფიაზე


- 6 ქვეყნის 45 სპორტსმენი ეწვეგა საქართველოს. ჩვენ გადავწყვიტეთ შევჩერებულიყავით ამ ციფრზე, Tbilisi Hills გოლფ კლუბში მაქსიმალური სათამაშო კომფორტისთვის.


- როგორი იქნება 2020 წელი? აპირებთ თუ არა ტურნირის და პროგრამის განვითარებას?


- 2020 წელს 4 ტურნირს ვუკეთებთ ორგანიზებას, განსხვავებული თემატიკით. სეზონს გავხსნით 7-8 მარტს ქალთა საერთაშორისო ტურნირი “Million Roses”. შემდეგ 1-3 მაისი “Tbilisi Investors Challenge”, სადაც სტუმრები გოლფის ტურნირთან ერთად საინვესტიციო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას. 28-30 აგვისტო “All In Tournament” და ტრადიციული “Taste & Play” როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურული და კულინარიული ტრადიციების წარმდგენი.


 - დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge