Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:05 14.10.2019
ერდოღანი უცხოურ მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უცხოურ მედიას სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

 

„ისინი ყოველთვის ერთსა და იმავე ტაქტიკას იყენებენ. ჩვენ შევეცდებით სიმართლის თქმას,“ - განუცხადა ერდოღანმა სტამბოლის ათათურქის აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს, საიდანაც თურქეთის პრეზიდენტი ბაქოში გაემგზავრა.

 

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ის ბაქოში დაგეგმილი თურქული სამიტის მონაწილეებს სამხედრო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

 

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრებთან „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობაა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge