Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:06 13.10.2019
სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე თურქეთმა ხუთასზე მეტი ტერორისტი გაანეიტრალა

ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე თურქეთმა 525 ტერორისტი გაანეიტრალა. ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. განცხადებაში საუბარია „ქურთისტანის დემოკრატიული კავშირის" (PYD), „ქურთული თავდაცვითი ერთეულების" და „ქურთისტანის მუშათა პარტიის" მებრძოლებზე. ცოტა ხნის წინ აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში დარჩენილ ათასამდე ჯარისკაცს გაიყვანს. თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ოპერაცია „მშვიდობის წყარო" 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ოპერაციის დაწყებიდან 399 ქურთი მებრძოლი იყო ნეიტრალიზებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge