Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

19:18 13.10.2019
„დემოკრატებთან“ ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ თურქეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები შემოვიღოთ“

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთისთვის ძლიერი სანქციების დაწესების საკითხს, „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა:

 

„ჩვენ სენატორ ლინდსი გრემთან და კონგრესის მრავალ წევრთან, მათ შორის „დემოკრატებთან“ ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ თურქეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები შემოვიღოთ. ფინანსთა სამინისტრო ამისთვის მზად არის. შესაძლებელია აუციელებელი იყოს დამატებითი კანონპროექტების მიღება. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს თანხმობის უმაღლესი დონე. თურქეთი ითხოვს, რომ ჩვენ ეს არ გავაკეთოთ. განაგრძეთ მოვლენათა განვითარებისთვის თვალყურის დევნება“ - წერს დონალდ ტრამპი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge