Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:09 10.10.2019
„შეუძლებელია სირიის მოქმედ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყება - რაზე შეიძლება ვესაუბროთ ადამიანებს, რომლებმაც სირიის მილიონობით მოქალაქე დახოცეს“

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ შეუძლებელია სირიის მოქმედ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყება. ინფორმაციას CNN turk-ი ავრცელებს. „რაზე შეიძლება ვესაუბროთ ადამიანებს, რომლებმაც სირიის მილიონობით მოქალაქე დახოცეს“, აცხადებს მინისტრი. მისი თქმით, პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობა სირიას ვერ გააერთიანებს. 

 

ბოლო ინფორმაციით, ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 70-მდე ადამიანი დაშავდა სირიის მხრიდან თურქეთის ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად. ამის შესახებ გამოცემა „Daily Sabah“ იუწყება. სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა, ხოლო 45 ადამიანი დაშავდა თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ აჩკაკალეზე ნაღმტყორცნებიდან თავდასხმის შედეგად. რაც შეეხება პროვინცია მარდინს, იქ ასევე, სამი მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა და 20-ზე მეტი დაშავდა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge