Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:15 09.10.2019
„დეპუტატის ქმედება არის თაღლითობა - თურმე შალვა თადუმაძე, ერთი, რომ სარდაფის ინსტიტუტში სწავლობდა და მეორე, ისეთ საგანს, როგორიც საერთაშორისო სამართალია, არ გადიოდა“

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრს ოთარ კახიძეს პასუხობს და მას თაღლითობაში ადანაშაულებს. საკუთარი დიპლომის თემას თადუმაძე იურიდიული კომიტიტეტის სხდომაზე საკუთარი ინიციატივით კიდევ ერთხელ დაუბრუნდა და აღნიშნა, რომ აპელირება, თითქოს მას საერთაშორისო სამართალი არ უსწავლია, რადგან ეს კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ დოკუმეტში არ მოიძებნა, არის თაღლითობა.

 

„ის, რომ შეურაცხყოფა მივიღე, ეს ბუნებრივია. ერთ-ერთმა დეპუტატმა გადმომცა ნიშნის ფურცელი და მითხრა, რა ნიშანი მყავს საერთშორისო სამართალში და მერე მან აღნიშნა, რომ ეს ნიშანი ამ დოკუმენტში არ არსებობს, იმიტომ, რომ მე საერთაშორისო სამართლი არ მისწავლია. მე ოჯახიდან გადმოვაგზავნინე დედანის ასლი. აღნიშნულმა დეპუტატმა ისე დააქსეროქსა ნიშნის ფურცელი, რომ მას აკლია ბოლო ორი რიგი საგნების. როცა ვსაუბრობთ თაღლითობაზე, მგონი აღნიშნული დეპუტატის ქმედება არის ეს, რომ ამომრჩევლები და საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, შეგნებულად დააქსეროქსოს დოკუმენტი ისე, რომ საგნები არ ჩანდეს. შემდეგ კი კითხვა და ნარატივი შექმნას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომ თურმე შალვა თადუმაძე ერთი რომ სარდაფის ინსტიტუტში სწავლობდა და მეორე, ისეთ საგანს, როგორიც საერთაშორისო სამართალი იყო არ გადიოდა. ეს დოკუმენტი იმისთვის, თუ ვინ ითაღლითა,“ - აღნიშნა თადუმაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge