Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:37 09.10.2019
„ჩვენ ვუფრთხილდებით მეგობრულ ურთიერთობას ქართველ ხალხთან“ - ინტერვიუ სერგეი ვერშინინთან

ვრცელ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინინი საუბრობს რუსეთის დელეგაციის წევრებთან დაკავშირებით გაეროში მომხდარი სკანდალის თაობაზე, უკრაინის მიერ „შტაინმაიერის ფორმულაზე“ ხელმოწერის შესახებ, სირიის ახალი კონსტიტუციის შემუშავების პროცესზე, ირანის ბირთვულ გარიგებასთან დაკავშირებულ სკანდალზე და საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების შესაძლებლობაზე.

 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

- მოსკოვმა მოლაპარაკება გამართა საქართველოს წარმომადგენელთანაც. განიხილეს თუ არა ავიაფრენების განახლების საკითხი? ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ქართული მხარის პირველი კითხვა, ალბათ, ავიამიმოსვლის განახლებას ეხებოდა...

 

- დიახ, მხარეებმა ამ საკითხზე იმსჯელეს. მე ჯერ-ჯერობით შემიძლია მხოლოდ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ნათქვამი დავიმოწმო. ეს საკითხი მნიშვნელოვანია და ის იმის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, თუ როგორია სიტუაცია [საქართველოში] ფრენების შეწყვეტის შემდეგ.

 

- მაგრამ რუსეთი ხედავს რაიმე წინამძღვრებს ავიამიმოსვლის განახლების თაობაზე თუნდაც უახლოეს პერსპექტივაში?

 

- ჩვენ ვუფრთხილდებით მეგობრულ ურთიერთობას ქართველ ხალხთან. ყოველი ნაბიჯი, რომელიც ამ ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ნორმალიზების მიზნით გადაიდგმება, მისასალმებელია, მაგრამ ნაბიჯები უნდა გადაიდგას ყველა გარემოების გათვალისწინებით.

 

წყარო:
https://iz.ru/…/my-budem-strozhe-otnositsia-k-vizovym-zapro…

 

მამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge