Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:02 09.10.2019
"ტურისტი ბევრი შემოდის, მაგრამ შემოსავლები მაინც შემცირდა?"- სიმონ კილაძე

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ტურიზმიდან შემოსავლები დავკარგეთო და აბა, ეს ინფორმაცია რას ნიშნავს?



ავიასანქციების 3 თვის მონაცემებით, საქართველოში 68 ათასით ნაკლები რუსი მოქალაქე და 148 ათასით მეტი სხვა ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორი შემოვიდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


სტატისტიკის მიხედვით, ამ სამი თვის განმავლობაში, ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის 3 მილიონ 375 ათას 116 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 4.6%-ით მეტია.


ესე იგი, ტურისტი ბევრი შემოდის, მაგრამ შემოსავლები მაინც შემცირდა?"- წერს სიმონ კილაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge