Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:03 09.10.2019
"მშობლებო! არ მიიყვანოთ ბავშვი "ბასტი ბუბუში", იქ მანქურთებს ზრდიან!"

ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო გულიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მინდა გითხრათ თითქოსდა არცთუ მნიშვნელოვანი, რამაც დღეს დილით ძალზე გამაღიზიანა: საქმე ეხება საბავშვო გადაცემას "ბასტი ბუბუ". პაწიებს ეკითხებიან, თუ სად ისურვებდნენ ცხოვრებას და პატარები პასუხობენ: "მე - მინდა ვიცხოვრო საფრანგეთში; მე - ამერიკაში; მე - ინგლისში" და ა. შ. ერთ ბავშვს არ გამოუთქვამს სურვილი ეცხოვრა საქართველოში. ეს ხომ პატარების აზრები არ არის, ამას ხომ უფროსები უნერგავენ, ეს ხომ ერთგვარი პროპაგანდაა ასაკის დონეზე? ეს ხომ ბავშვის მენტალობაზე აისახება ადრე თუ გვიან? ვეკითხები ამ გადაცემის მესვეურებს: აღარ გინდათ ეს ქვეყანა? უცხო ქვეყნებს უზრდით მოქალაქეებს? პატრონი არ გყავთ? მშობლებო! არ მიიყვანოთ ბავშვი "ბასტი ბუბუში", იქ მანქურთებს ზრდიან!" - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge