Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:50 09.10.2019
"3-იანები მყავს, სამწუხაროდ" - შალვა თადუმაძე მისი ნიშნების შესახებ შეკითხვაზე

საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ სწავლობდით და იმიტომ ვერ პოულობთ დიპლომში ამ საგანს, - ასე მიმართა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს.

 

თავდაპირველად, ოთარ კახიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, ვინ ასწავლიდა უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართალს, რაზეც თადუმაძემ პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ „ერთ-ერთი ლექტორი“.

 

შემდეგ დეპუტატი ამ საგანში მიღებული ქულითაც დაინტერესდა, რაზეც თადუმაძეს პასუხი არ გაუცია, თუმცა ზოგადად, სხვა საგნებთან მიმართებაში აღნიშნა, რომ 3-იანებიც ჰყავდა.

 

„3-იანები მყავს სამწუხაროდ...“ - აღნიშნა თადუმაძემ დიპლომში, ნიშნების ფურცლის გადახედვის შემდეგ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge