Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:47 09.10.2019
"დარწმუნებული ვარ, ჩემი წარმატება ყველას გაუხარდა საქართველოში" - არმინე არუთუნიანი
23 წლის მოდელი არმინე არუთუნიანი ქართველებმა რომელიც ჯვარს აცვეს, რუსულ გამოცემა Maxim-თან ინტერვიუში საქართველოზე საუბრობს.


ჟურნალისტი : მშობლიური სომხეთის შემდეგ, რომელი ქვეყანა გიყვარს ყველაზე მეტად?


არმინე არუთუნიანი : საქართველო, საქართველო და რაღათქმაუნდა საქართველო (იცინის).


ჟურნალისტი : სერიოზულად? მე კი მეგონა თქვენს შორის არ იყო კარგი ურთიერთობა.


არმინე : არა რას ამბობთ, ეს მხოლოდ ძმური ხუმრობებია. ქართველებს და სომხებს ძალიან უყვართ ერთმანეთი. დარწმუნებული ვარ ჩემი წარმატება ყველას გაუხარდა საქართველოში. ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში.მაგრამ დღეს საქართველო მძიმე ვითარებაშია.

.
ჟურნალისტი : რას გულისხმობ?


არმინე : გულწრფელად რომ გიპასუხოთ, აუცილებლად გამოაქვეყნებთ?


ჟურნალისტი : პირობას გაძლევთ.


არმინე : საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მე მიყვარს რუსი ხალხი, მაგრამ მაღიზიანებს როდესაც ისინი ამ ფაქტზე თვალს ხუჭავენ. თქვენმა ქვეყანამ ჩემი მეორე სამშობლოს 20% დაიპყრო და ამას ვერ გაპატიებთ ...

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge