Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:30 09.10.2019
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯორჯიან თაიმისი" უცვლელად გთავაზობთ:

 


"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, 11 საათზე, თბილისის მერიას ევროპის მოედანზე დაგეგმილი აქვს ახალი ავტობუსების პრეზენტაცია, რის გამოც, ღონისძიების დასრულებამდე, მოძრაობა შეიზღუდება:


- ვახტანგ გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის გავლით, ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით;


- წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან მიმავალი ტრანსპორტის ნაკადი გვირაბის გავლით იმოძრავებს კომპანია "სოკარის" ცენტრალური ოფისის მიმართულებით, პატარა გვირაბიდან კი ევროპის მოედნის მიმართულებით;


- ევროპის მოედანზე შეზღუდული იქნება წრიული მოძრაობა, რის გამოც ნაკადი იმოძრავებს მარცხნივ, გვირაბის ან ღვინის აღმართის მიმართულებით." - ნათქვამია განცხადებაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge