Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:14 09.10.2019
9 ოქტომბერს ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულია

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა:

 

9 ოქტომბერს ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულია. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს! 1989 წლის 9 ოქტომბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოაბრძანეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ასლი, რომელიც წმინდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად. მთელი საქართველო ზეიმობდა ამ დღეს. ერის იმდროინდელ გაჭირვებაში ივერიის მფარველი ხატის ჩამობრძანება ყველამ ზეციურ კურთხევად აღიქვა და ეს დღე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც დღესასწაული. ხატი დაბრძანებულია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში. შეგვეწიოს მისი მადლი!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge