Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:26 08.10.2019
„ბატონ გახარიას რთული გზა ელის წინ - მას ამ გზის გავლის უნარი შესწევს, თუმცა მას თავისი ერის, ევროპის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აშშ-ის მხარდაჭერა დასჭირდება” - „ვაშინგტონთაიმსი“

„ვაშინგტონთაიმსი“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს,  სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრ, გიორგი გახარიას მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პოზიტიურად აფასებს: „გახარიას რთული გზა ელის წინ, მას ამ გზის გავლის უნარი აქვს და ამისთვის თავისი ერის, ევროპის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება”:


..პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას ბატონმა გახარიამ თავის კომენტარებში ასევე მოუწოდა არსებული ფორმატების „ჭკვიანურად და რაციონალურად“ გამოყენებისკენ რუსეთთან ურთიერთობებში და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან მიმართებაში. ბატონი გახარია აცნობიერებს, რომ ღია სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. მას ასევე ახსოვს, რომ სამხედრო ინტერვენციას რუსეთის მხრიდან წინ უძღვოდა კიბერშეტევა, რომელმაც გაანეიტრალა საქართველოს მთავრობა და ფინანსური ინტიტუტები. ბატონ გახარიას აქვს საკმარისი გამოცდილება და უნარი, რათა გაუძღვეს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ მოსკოვის პირდაპირი პროვოცირების გარეშე. რუსეთი წარმოადგენს უმთავრეს, თუმცა კი არა ერთადერთ პრობლემას უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუკი მდგომარეობა რეგიონში არ შეიცვალა, მხოლოდ დროის საკითხია, რომ აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებმა რეგიონში ყურადღება საქართველოზე გადაიტანონ.

 

1400-ზე მეტი წლის განმავლობაში საქართველომ გამოზარდა დიდი ლიდერები, რომლებმაც ერთ მუშტად კრავდნენ ქვეყანას და კრიტიკულ მომენტში ამარცხებდნენ მტერს. იმავე დროის განმავლობაში საქართველოს გადატანილი აქვს შიდა დაპირისპირებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას. დღესაც შიდა ბრძოლა დომინირებს ქართულ პოლიტიკაში და ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოებას. ბატონ გახარიას რთული გზა ელის წინ. მას ამ გზის გავლის უნარი შესწევს, თუმცა ამას დრო დასჭირდება. ამისთვის მას თავისი ერის, ევროპის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა დასჭირდება.” – აღნიშნულია სტატიაში

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge