Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:41 08.10.2019
"საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს და მისი სიტყვები უკან წაიღოს" - რუსეთის დუმის სპიკერი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ანტირუსულ განცხადებებთან დაკავშირებით საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა „რასია -24“-ის ეთერში განაცხადა.


„ამ სიტუაციაში გზავნილი შესაძლოა, იყოს მხოლოდ ერთი. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც საჯაროდ ისაუბრა რუსეთზე, როგორც აგრესორ სახელმწიფოზე, ბოდიში უნდა მოიხადოს და უკან წაიღოს თავისი სიტყვები“, - აცხადებს სპიკერი და დასძენს, რომ წარმოუდგენელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარება მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება ასე იქცევა.

 

ვოლოდინი ყურადღებას ამახვილებს, რომ ანტირუსული განწყობები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ინიცირებული იყო შეერთებული შტატების სატელიტი ქვეყნების, ბალტიისპირეთის, პოლონეთის, უკრაინის და საქართველოს მიერ. მისივე თქმით, ეს სახელმწიფოები სრულფასოვან განვითარებაზე რომ ზრუნავდნენ, მსგავს ნაბიჯებს არ გადადგამდნენ.

 

რუსი პოლიტიკოსი ივნისში საქართველოში მომხდარ მოვლენებსაც იხსენებს და ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია ადეკვატურად შეეფასებინა, რუსეთი აგრესორად გამოაცხადა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge