Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:28 08.10.2019
"ის ფაქტი, რომ ანტიაზერბაიჯანული ისტერიის გაღვივების მცდელობაა, მაფიქრებინებს, რომ ვაჭრობა მიდის"

ნინო ხაჩიძე ფეისბუქსის საკუთარ გვერდზე წერს:

 

 

"მოდი, ვიმსჯელოთ - საბჭოთა რუკებით, რითაც აწ უკვე დგინდება სახელმწიფო საზღვრები, მათ შორის, აზერბაიჯანთან, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, უდაბნოს მონასტერი, ბერთუბანი და ჩიჩხიტურის კოშკი. აზერბაიჯანი არ თანხმდება მათ სანაცვლოდ გაცილებით დიდი ფართობის მიწას, რასაც ვთავაზობთ. ჰეიდარ ალიევის თხოვნით შევარდნაძემ გაყინა დავით-გარეჯის მონასტრის მონაკვეთზე საზღვრის დადგენა და, მეტიც, 1996 წელს (შეიძლება, თარიღ მეშლება) სამშაო რუკად აიღეს ყველაზე ცუდი რუკა ჩვენთვის, ანუ ის, რომლითაც ყველაზე დიდი მონაკვეთი ხვდება აზერების მხარეს (ზოგადად, უდიდესი ნაწილი კომპლექსის ჩვენ მხარესაა, მაგრამ ეს ერთიანი კომპლექსია და ამას ჩვენთვის არსებითი მნშვნელობა აქვს). არც სააკაშვილისა და ილჰამის მეგობრული პრეზიდენტობისას დაძრულა ეს საკითხი, მეტიც, მაშინდელი ჩინოვნიკები (ნაციონალური მოძრაობიდან) ამბობდნენ (ისტორიკოსების ნაწილიც უბამდათ მხარს), რომ, რაც აზერების ტერიტორიაზეა, ვერ მოვთხოვთ.


აზერბაიჯანს ორი მოტივი აქვს - დავით გარეჯის ალბანური კულტურის ძეგლად გამოცხადებას მათთვის იდეოლოგიური დათვირთვა აქვს ყარაბაღის კონტექსტში, იქაურ ძეგლებსაც ალბანურად მიჩნევენ და არა - სომხურად და, მეორე, სუფთა სამხედრო-სტრატეგიული ადგილია დავით გარეჯი.


მე არ ვიცი, როგორ მუშაობს ორმხრივი კომისია (მათ განაახლეს მუშაობა ახლახან), გასაიდუმლოებულია პროცესი და არავინ გვამცნობს ჩვენ, რაზე საუბრობენ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ანტიაზერბაიჯანული ისტერიის გაღვივების მცდელობაა, მაფიქრებინებს, რომ ვაჭრობა მიდის - ისინი გვაშანტაჟებენ გაზით და არ მხოლოდ გაზით (ეს ჩემი ვერსიაა), მე არ ვიცი, ჩვენ თუ გვაქვს ზეწოლის რამ ბერკეტი, თუმცა აი, სამეცნიერო კონფერენციის მოწვევას და საინფორმაციო ომის მოგებას, რომ დავთ გარეჯი საქართველოა და აზერბაიჯანის მოსახლეობის დემორალიზებას (მათ არწმუნებენ, რომ ძეგლი მათია - ბაქოს პროპაგანდა მუშაობს), წინ არაფერი უდგას.


ჰოდა - ნუ აჰყვებით, რა, პროპაგანდას და ნუ გაიცხელებთ ისედაც ცხელ თავებს.


თუ მაინც აგასხათ სისხლმა - გაიხსენეთ, რომ რუსეთი ოკუპანტი სახელმწიფოა, სომხეთი მისი მოკავშირე და სატელიტი სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანს პუტინი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს და ბაქოში ერთმანეთს პუტინი და პოუჰანი ვხდებიან, თურქეთი დაუტკბა რუსეთს და შემოუწყრა ნატოს, იმათ იქით ირანია, რომელიც, რომელიც პუტინთან და ერდოღანთანაა ჩამტკბარი. აქეთ შავი ზღვაა, მის მეორე ნაპირას ჩვენი მოკავშირე ნატოს ხომალდები.


აბა - როგორ უნდა მოვიქცეთ, თქვენი აზრით: ომი გამოვუცხადოთ? ბოიკოტი? ემბარგო დავუწესოთ?


და კიდევ ერთი: ნუ ვლანძღავთ ერთმანეთს. ყველაფერს კითხულობენ სეპარატისტებიც, ოკუპანტებიც, აზერბაიჯანელებიც, სომხებით და მერე ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ. ნუ - აი, ამ ელემენტარული გონიერების გამოჩენა მაინც ხომ შეგვიძლია?!


P. S. კორექტურაზე არ დამძრახოთ, მე ერთ დაკაკუნებაზე ვწერ ხოლმე,"- წერს ნინო ხაჩიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge