Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:42 08.10.2019
"თუ მართლა ექნება მშენებელს ხარისხიანად შენების სურვილი, მას ვეღარაფერი დააბრკოლებს"

აკაკი ირომაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ესეც ასე! ჩემი თეორია გადაამოწმეს და, თქვენ წარმოიდგინეთ, სწორი აღმოჩნდა! თუმცა, რატომ არ უნდა გამომდგარიყო სწორი, არ მესმის! 38 წლის განმავლობაში დაახლოებით 5000 ვაგონი ცემენტი მაქვს შემოწმებული და ალბათ მილიონ კუბამდე ბეტონი! გამოცდაზე მოგვცეს 8 სხვადასხვა პარტიის ცემენტი და 4 პასუხი აბსოლუტურად ზუსტი იყო, ხოლო დანარჩენებზე გადახრა არ შეადგენდა 5% ზე მეტს! ეს რომ ნახეს კომისიის წევრებმა, ბეტონებში ძალიან აღარ შევუწუხებივარ... ორი შემადგენლობა მომცეს სხვადასხვა ცემენტის ბაზაზე დამზადებული! პირველზე პასუხი აბსოლუტურად ზუსტი იყო, მეორეზე გადახრამ შეადგინა 5%! ეს იცით რას ნიშნავს? თუ მართლა ექნება მშენებელს ხარისხიანად შენების სურვილი, მას ვეღარაფერი დააბრკოლებს! მის ხარისხს კი, ლამაზი კაფელი და შპალერი კი არა, მტკიცე რკინაბეტონი განაპირობებს! მე არ ვიცი, რას მომიტანს ეს საქმე (თუმცა, როგორც ჩემი ბრიტანელი პარტნიორები მარწმუნებენ, სიბერის დროს, შეიძლება გავმდიდრდე კიდეც!) მაგრამ ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ...დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თუ ასე მოხდება, მისი დიდი ნაწილი, ისევ თქვენ, ე.ი. საზოგადოებას მოხმარდება! ერთი რამე მანიჭებს მხოლოდ დიდ სიხარულს: პირველად, ცემენტის გამოგონებიდან 194 წლის შემდეგ, გახდა იმის შესაძლებლობა, რომ წინასწარ იცოდე, რას და როგორ აშენებ! შორს არ უნდა იყოს ის დრო, რომ დიდი ქართული გამოგონება, მსოფლიოს საკუთრება გახდება! ახლა ამის წერისას, მახსენდება 28 წლის ქართველი გენიოსი, რომელმაც დაგვიბარა: "ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის, ეს განწირული სულისკვეთება და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო მაინც დარჩება!" ახლა მთავარია, სახელმწიფომ არ დამაბრკოლოს და დროზე მოხდეს მისი სტანდარტიზაცია! დანარჩენზე, მერე მოგახსენებთ!!" - წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge