Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:26 08.10.2019
"ფაროსანთა შტაბში შემუშავდა სტრატეგიული გეგმა: ხობში გამოიზამთრონ, ძალები მოიკრიბონ და გაზაფხულზე ახალი ძალით შეუტიონ"

პოლიტიკური მიმომხილვევლი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსისს სტატუსს აქვეყნებს:

 

"ფაროსნების არმია ხობს შეესია...

 

ფაროსანა გავანადგურეთო, მთავრობამ აგვისტოში გვიპატაკა. მაგრამ, როგორც ჩანს, მთავრობა რომ ამას აცხადებდა, ფაროსანა იცინოდა - მოიცათ, სეირს მალე გაჩვენებთო.

ჰოდა, ამ დღეებში ფაროსანთა არმიამ ხობის მუნიციპალიტეტს შეუტია და დაიკავა. ამჟამად ფაროსნების შეიარაღებულ ძალებს თითქმის მთელი ტერიტორია ოკუპირებული აქვთ, მათი ძლიერი გარნიზონები დგას პატარა ფოთში და სხვა სოფლებში.


ფაროსანთა შტაბში შემუშავდა სტრატეგიული გეგმა: ხობში გამოიზამთრონ, ძალები მოიკრიბონ და გაზაფხულზე ახალი ძალით შეუტიონ ქართველ ფერმერთა სავარგულებს.


"ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოწინააღმდეგე დახმარებას ევროკავშირსა და ნატოს სთხოვს, მხუთავი გაზისა და სხვა მომწამვლელი ნივთიერების შეძენის მიზნით, მაგრამ ჟენევის კონვენციის თანახმად, მათი გამოყენება აკრძალულია. და თუ მტერი მაინც გამოიყენებს, მას სტრასბურგში ვუჩივლებთ", - ნათქვამია ფაროსანთა არმიის გენშტაბიდან გამოჟონილ ინფორმაციაში." - წერს სიმონ კილაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge