Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:28 07.10.2019
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება. დღეს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულთეატრში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, სპექტაკლი - "ჩიტუნა" გაიმართება.

 

Birdie/,,ჩიტუნა“ მულტიმედია პერფორმანსია ლაივ ვიდეოჩართვებით, მაკეტებით, ჰიჩკოკის ,,ფირნველების“ ვიზუალური ციტირებით, მცირე ზომის ცხოველის 2000ფიგურით, ომებით, კონტრაბანდითა და სამი შემსრულებლით, რომლებიც ამ შეშლილ სამყაროს გონების ძალით, კრიტიკული ხედვითა და კაცობრიობისადმი თავდადების სულისკვეთებით უმკლავდებიან.

 

აქ ორი მირაჟია: პირველში ომებია, გვალვები, ტყეების მასობრივი განადგურება, ყოფითი ნარჩენებით დაბინძურებული სანაპიროები, მძიმე სანიტარიული პირობები, იძულებითი დეპორტაციები, ბუნებაზე ძალადობა და  მისი რესურსების წაბილწვა, საკვების უკმარისობა...

 

მეორეში - საკვებით გავსებული სუპერმარკეტები, უსაფრთხო ქუჩები, სტაბილური ოჯახები, საუცხოო ჯანდაცვა, პიროვნების თავისუფლება, ღირსეულად ანაზღაურებადი სამუშაო, ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა, კეთილდღეობა, ნარჩენების გადამუშავება და განახლებადი ენერგორესურსების გამოყენება, სოციალური მობილობა.. და კიდევ ამ სამყაროს შორის მიმოფრენი ფრინველების გუნდი.

 

მიგრაციის სეზონებში ათასობით ფრინველი საოცარ კონფიგურაციებს ქმნის ცაზე. მოძრაობა.. უწყვეტი მოძრაობა.. ფრინველები... და ამ ყველაფრის - პლანეტების, ასტეროიდების, გალაქტიკების, მიწის რესურსების, სისხლის, უჯრედების, იარაღის, ატომების, ელექტორნების, რეკლამის, იდეოლოგიიების მიღმა - შიში, იმედგაცრუება, იმედი, სიცოცხლე.

 

არაფერია კოსმოსში მშვიდი, უძრავი. უმოძრაობა ილუზიაა. ერთადერთი, რაც არსებობს, არის მოძრაობა. თუ ელექტრონის შეჩერება შეუძლებელია, რატომ აშენებენ შემაკავებელ კედელ-ბადეებს ფრინველებისაგან თავის დასაცავად?

 

(სპექტაკლის შესახებ ვრცლად  იხილეთ ბმულზე).

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მე-11 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს დაიწყო და 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება. აღნიშნული ფესტივალი 2009 წელს  ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ყოველწლიურად სხვადასხვა თეატრალურ დასს მასპინძლობს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge