Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:05 07.10.2019
"ეს სამარცხვინო დღეც შევა ისტორიაში, სახელით -სამარცხვინო თბილისობა "

ისტორიკოსი გურამ ქართველიში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"-- ეს სამარცხვინო დღეც შევა ისტორიაში სახელით --- სამარცხვინო თბილისობა --


1616 წლის აღდგომა ღამეს დავით გარეჯში ექვსი ათასი ბერი შეაკვდა შაჰ აბასის ურდოებს და ქრისტეს ეზიარა.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტი საუკუნეების მანძილზე, ღვთის მსახურებასთან ერთად, აგრესიული ისლამის რკალში მოქცეული ერისთვის თავგანწირვაზეც იდგა დიდ წილად. იმიტომაც იყო ქართველი ქრისტესთვის სიკვდილისთვის ყოველწამს მზად, რომ მას ამის მაგალითს ეკლესია აძლევდა.



როცა უბრალო თრიალეთურ სოფელ კველთაში, ასეთივე უბრალო მოძღვარი --- თევდორე წირავდა, როცა ეპისკოპოსები სადროშოებს მართავდნენ და ყოფნა არყოფნისას ხმლით ხელში მრევლ--მორჩილიანა ბრძოლის ველზე იხოცებოდნენ, როცა გაუთავებელ შემოსევებში მტრის ხმალს მრევლზე ადრე უშვერდნენ კისერს, ამის შემხედვარე ქართველს ვერაფერი აჩოქებდა.



თუ ვინმეს გონია, რომ ასეთი ყოფნა-არყოფნა ოდესმე გვედგა მას არც მოძღვრის ანაფორა უნდა ეცვას და არც პარლამენტარის პიჯაკი. ასეთი ადამიანები არ უნდა წყვეტდნენ კავკასიის უფროსი ქვეყნის ბედს. მაგრამ ოხერ სააქაოში და მითუმეტეს მდარე კოლონიად ქცეულ საქართველოში არავინ დაგიდევს სამართალს და ნებსით თუ უნებლიედ ყველა მტრის სამსახურშია ჩაყენებული. დღეს კი დუმილია ყველაზე დიდი ღალატი. დუმილი და უმოქმედობა.


1616 წლიდან დღემდე 403 წელი გავიდა, გარეჯს ისევ შაჰ აბასის გააზერბაიჯანელებული ყიზილბაშური მოდგმა გედავება და ერში არათუ განგაში, არამედ ზეიმ--სმა-ჭამაა გამართული. თბილისობას ზეიმობს ყოვლად არათბილისელი, მუცელღორა და მოღალატე მთავრობა, რომელსაც ნორმალური ერი ფსიქიატრიულის მანდატსაც არ აღირსებდა. არადა ვინ იცის რამდენი ძლიერთა ამა ქვეყნისათა სუფრა აკურთხეს დღეს მოძღვრებმა და რამდენი ვაზელინი დაიხარჯა პერსონ-სადღეგრძელოებში. რამდენმა მაყუთით თბილისელობა შეძენილმა იყელყელავა და რამდენმა გაჩარხა კორუფციაში ჩამყაყებულ ტიპებთან საქმე.


იქ დღეს გარეჯი არავის გახსენებია. იყო სმა ჭამა, ლოცვა და ზეიმი
"- წერს გურამ ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge