Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:18 06.10.2019
რუსეთის საგარეო უწყება ამერიკაში რუსეთის დუმის დეპუტატის ინგა იუმაშევას დაკავების ფაქტს აპროტესტებს

რუსეთის საგარეო უწყება ამერიკაში რუსეთის დუმის დეპუტატის ინგა იუმაშევას ნიუ-იორკის აეროპორტში გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დაკავების და დაკითხვის ფაქტს აპროტესტებს და მომხდარს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ მტრულ აქციას უწოდებს. რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ეს არის რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. „ჩნდება კითხვა: ამერიკის ხელისუფლება ან არ ისწრაფვის დიალოგის ნორმალიზებისკენ, ან ვერ აკონტროლებენ თავისი სპეცსამსახურების ქმედებებს,“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

მათივე ცნობით, იუმაშევა, როგორც ამერიკის კონგრესთან კავშირების საკითხებში რუსეთის დუმის ჯგუფის კოორდინატორი, რუსეთ-ამერიკის ორმხრივ ფორუმზე დასასწრებად მიემგზავრებოდა. ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუს დიპლომატებს, რომლებიც ამავე ფორუმს უნდა დასწრებოდნენ, მოსკოვში ამერიკის საელჩომ შტატებში შესასვლელი ვიზების მიცემაზე უარი უთხრა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge