Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:53 01.10.2019
აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი ,,შავნაბდა“ მექსიკაში, სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალზე იმღერებს

 

2019 წლის 9-10 ოქტომბერს, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი ,,შავნაბადა“ საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით (ელჩი - ზურაბ ერისთავი), მექსიკის შეერთებულ შტატებში, სერვანტინოს (გუანახუატოს) რიგით 47-ე საერთაშორისო ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას. სერვანტინოს (გუანახუატოს)  ფესტივალი ამერიკის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.

 

სხვადასხვა ჯგუფებს შორის, მექსიკაში ანსამბლ ,,შავნაბდას“ გამგზავრების თაობაზე  არჩევანი, თავად ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის, მექსიკის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს ერთობლივი ინიციატივით გაკეთდა.

 

 

აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ "შავნაბადასთვის" ამ მასშტაბურ ფესტივალზე გამოსვლა, მეტად საპასუხისმგებლო და ძვირფასია,  რადგან მექსიკა ერთ-ერთი მნიშნველოვანი პარტნიორი სახელმწიფოა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთს საქართველოს ნაწილად აღიარებს.

 

წლების განმავლობაში ,,შავნაბდას“ ,,წყალობით“ უამრავ ქვეყანაში გაიცნეს ქართული მუსიკალური კულტურა, შეიყვარეს და შეისწავლეს კიდეც.

 

ფესტივალზე ანსამბლი ,,შავნაბადა“ 20 მდე სიმღერას შეასრულებს, მათ შორის ქართულ საგალობლებს, ხალხურ და კომპოზიტორების მიერ შექმნილ ცნობილ  სიმღერებს.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge