Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

18:30 29.09.2019
რა უპასუხა მილტონ ჰეიგმა იაპონელი მასპინძლების შეცდომას - რაგბის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა ვალერი მელაძის რუსული სიმღერა ჩართეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთელმა მილტონ ჰეიგმა და ნაკრების კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ ურუგვაისთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ მატჩის ორგანიზატორებმა რუსული სიმღერა ჩართეს. საუბარია ვალერი მელაძის სიმღერაზე "Чего ты хочешь от меня?", რომელიც იაპონელებმა, სავარაუდოდ, გვარის გამო, ქართველ შემსრულებლად მიიჩნიეს, ენობრივი სხვაობისთვის კი ყურადღება საერთოდ არ მიუქცევიათ.

 

„მინდა შევეხო მატჩის შემდეგ გაშვებულ მუსიკას. ეს რუსული სიმღერა იყო, ქართველი მომღერლის მიერ შესრულებული, თუმცა რუსული სიმღერა. კიდევ ერთხელ გვინდა ნათელი მოვფინოთ ამ საკითხს: რუსეთი საქართველო არ არის და არც საქართველოა რუსეთი. ჩვენ განსხვავებული ენა გვაქვს, განსხვავებული კულტურა, ყველაფერი განსხვავებული. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მსოფლიო რაგბი მსგავს საკითხებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს“, - განაცხადა ჰეიგმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge