Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:11 26.09.2019
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიისთვის საწვავის მიწოდების პასუხად, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიისთვის საწვავის მიწოდებას უკავშირდება. ამის შესახებ საუბარია ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის ფინანსთა სამინისტროს უცხოურ აქტივებზე კონტროლის სამმართველომ სასანქციო სიაში შეიყვანა რუსეთის ერთი ორგანიზაცია, რუსეთის მოქალაქე სამი ფიზიკური პირი და რუსული ხუთი გემი, რომლებმაც სირიის სასანქციო რეჟიმი დაარღვიეს. სანქციების გაფართოების საკითხს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს. „როგორც ჩანს, ეს ამერიკის ძველი პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც დაფუძნებულია ცალმხრივ სანქციებზე, რომლებსაც ჩვენ აბსოლუტურად მიუღებლად მივიჩნევთ“ ,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინინმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge