Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:02 26.09.2019
„საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა ღირს - მე ყოველთვის ვემხრობოდი საქართველოსთან მეგობრობას“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მისი აზრით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა ღირს. საკითხზე ლავროვმა, კომერსანტთან ინტერვიუში ისაუბრა. "მე ავიმიმოსვლის აღვადგენდი, მე მგონია, რომ ეს სწორი იქნება, რადგანაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესებამ გაიაზრა საქართველოს პარლამენტში მომხდარი პროვოკაციის ურყოფითი ხასიათი." ლავროვის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავება ოპოზიციური პარტიის "უზრდელურმა" საქციელმა გამოიწვია. ლავროვი ამბობს, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მომხდარი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო და ქართული ოპოზიცია ამაზე შეგნებულად წავიდა. ამავდროულად ლავროვის თქმით, "რუსოფობიური პროვოკაციის მიზეზი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, სერგეი გავრილოვის გამოჩენა არ ყოფილა. "მე ყოველთვის ვემხრობოდი საქართველოსთან მეგობრობას", თქვა ლავროვმა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 8 ივლისს შევიდა ძალაში. ემბარგოს გამო საქართველოში სტუმრობაზე უარის თქმა, დაახლოებით, 155 ათას რუს ტურისტს მოუწია.

 

ინფორმაციას „ტაბულა“ ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge