Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:03 24.09.2019
„დადგა დრო, როდესაც ირანის ხელმძღვანელობამ, ბოლოს და ბოლოს, პირველ ადგილზე უნდა დააყენოს ირანელი ხალხი“

აშშ მზად არის ირანთან თანამშრომლობისთვის, თუ თეირანის მიზანი მშვიდობისკენ სწრაფვა იქნება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დადგა დრო, როდესაც ირანის ხელმძღვანელებმა უნდა შეწყვიტონ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ მუქარა და კონცენტრაცია მოახდინონ საკუთარი ქვეყნის მშენებლობაზე. დადგა დრო, როდესაც ირანის ხელმძღვანელობამ, ბოლოს და ბოლოს, პირველ ადგილზე დააყენოს ირანელი ხალხი. ამერიკა მზადაა ყველასთან იმეგობროს, ვინც გულწრფელად ისწრაფვის მშვიდობისა და პატივისცემისკენ. ამერიკის დღევანდელი მეგობრების უმეტესობა ოდესღაც ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე იყო. ამერიკას არასოდეს სჯეროდა მუდმივი მტრების“ - განაცხადა ტრამპმა.

 

დღესვე თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს მშვიდობა სურს, მაგრამ თავისი ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის დაიცავს. „აშშ არ ისწრაფვის კონფლიქტისკენ რომელიმე ქვეყანასთან. ჩვენი სურვილია მშვიდობიანი თანამშრომლობა და ურთიერთსარგებელი ყველასთან, მაგრამ მე ამერიკის ინტერესებს ყოველთვის დავიცავ“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. ნიუ-იორკში 24-დან 30 სექტემბრამდე გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიამ მუშაობა დაიწყო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge