Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:37 24.09.2019
რას ამზადებენ ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში - “მძიმე მანქანები და საინჟინრო ტექნიკა ტყეში მიმავალ გზაზე აქტიურად მოძრაობს”

"თუ ჩვენი ხელისუფლება ბევრად მკაცრი და მობილიზებული არ იქნება, დამერწმუნეთ, რომ ჩორჩანას ტყეს ძალიან მალე დავკარგავთ, არათუ 300 ჰექტარს, არამედ გაცილებით მეტს."- ასეთ ინფორმაციას გვაწვდის ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავას ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებზე. "ბოლო მონაცემებით, ჩორჩანას ტყეშიც და მის მიმდებარედ მოძრაობა ძალიან აქტიურია, აქტიურად მიმდინარეობს საგუშაგოების მშენებლობა და ველოდებით, რომ ოკუპანტები გააგრძელებენ გზის გაყვანას ჩვენი საგუშაგოს მიმართულებით. "ჩვენთვის გართულებულია ვიზუალური მხარის ინფორმაციის მოძიება, რადგან ჩვენი ის დრონი, რომლითაც გამოგვქონდა ინფორმაცია, ამ ეტაპზე დაკარგული გვაქვს, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სოფელში განვახორციელეთ ავარიული დაჯდომა და როდესაც მივედით დრონის წამოსაღებად მასთან სიახლოვეს ჩვენმა პოლიციამ სამი დღის განმავლობაში არ მიგვიშვა, (ეს ადგილი საოკუპაციო ხაზიდან საკმაოდ დიდ მანძილზეა დაშორებული), და როდესაც მივედით, იქ დრონი აღარ დაგვხვდა" - ამბობს იგი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რას ამზადებენ ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში - “მძიმე მანქანები და საინჟინრო ტექნიკა ტყეში მიმავალ გზაზე აქტიურად მოძრაობს”.


"მისივე თქმით, ოკუპანტების მიერ დაკავებული ტერიტორია ამ დროისთვის 300 ჰა-ზე მეტია, სადაც ოკუპანტების მხრიდან აქტიურად მინდინარეობს საინჟინრო სამუშაოები, „დაკავებული ტერიტორია შესაძლოა 300 ჰექტარზე მეტი იყოს, ნაკლები არა. ეს შემდგომში დაზუსტდება, ამაზე საუბარს მაშინ შევძლებთ, როდესაც ოკუპანტები დაასრულებენ ჩორჩანის ტყეში საოკუპაციო ხაზის გავლებას, მძიმე მანქანები და საინჟინრო ტექნიკა ჩორჩანის ტყეში მიმავალ გზაზე აქტიურად მოძრაობს, ასევე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საინჟინრო სამუშაოები მუდმივ პროცესშია. „მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენმა ხელმძღვანელობამ ჩორჩანაზე დაიწყო რაღაც განცხადებების კეთება, თუმცა, სამწუხაროდ ისინი სუსტი არგუმენტებით გამოდიან, თავის მართლებას იწყებენ. ერთ-ერთი არგუმენტია, რომ, რა ვქნათ, ეს სააკაშვილმა შემოგიხაზათო, რაც ტყუილია, ჩორჩანას ტყე არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში და არც შემოხაზული არ ყოფილა, ამის დასტურია ის რუკები, რომლითაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საგებლობს. „მხოლოდ რამდენიმე მასმედიის საშუალება საუბრობს ამაზე ყოველდღე. ვცდილობთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუმცა, ეს არასაკმარისია, თუ ჩვენი ხელისუფლება ბევრად მკაცრი და მობილიზებული არ იქნება დამერწმუნეთ, რომ ჩორჩანას ტყეს ძალიან მალე დავკარგავთ, არათუ 300 ჰექტარს არამედ გაცილებით მეტს" - აცხადებს იგი”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"მისივე გადმოცემით, ოკუპანტები თავიანთი შედგენილი რუკებით მოქმედებენ, სადაც მოქცეულია მთლიანად ყაზბეგის რაიონი და ავტობანის 40 კმ-იანი მონაკვეთი. „რაც არ დაკარგულა 2008 წლის ომის შედეგად, იმას ახლა უპრობლემოდ იფორმებენ და ხედავენ, რომ საზოგადოება და ხელისუფლება ამ პრობლემაზე ფაქტიურად არ რეაგირებს, ეს რუსებისთვის სიგნალია, რომ შეუძლიათ უპრობლემოდ გააგრძელონ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. "ოკუპანტებს აქვთ შეთითხნილი თავიანთი რუკები, რომლის მიხედვითაც ავტობანის დაახლოებით 40 კმ-იანი მონაკვეთი შესაძლებელია მოყვეს საოკუპაციო ზოლში, აქვთ ლეგენდა შექმნილი და შეთითხნილი მთლიანად ყაზბეგის რაიონზეც”, - დასძენს გამოცემა.

 

“როდესაც ჩორჩანას ტყეში რუსების შემოჭრა დაიწყო, არცერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა, ღიად ჩორჩანადან განცხადება არ გაუკეთებია, ძალიან მიკვირს ისიც, რომ ამაზე ოპოზიციაც ნაკლებად საუბრობს, ეს უნდა იყოს ცენტრალური და ყოველდღიური განხილვის თემა, მაგრამ, ეს ასე არ არის და თითქოს ხელისუფლება შეგუებულია და რეალურად არაფერს აკეთებს ამ პროცესის შესაჩერებლად. პოლიციამ ჩვენ ანტისაოკუპაციო მოძრაობას შეგვიზღუდა ნებისმიერი გადაადგილება, ატოცის გარდა, თუმცა იქაც გვიქმნიან პრობლემებს და ამას ვუკავშირებთ იმ ინფორმაციული ვაკუუმის შექმნას, რომელსაც ხელისუფლება ასე გულმოდგინედ ცდილობს, არ გვიშვებენ, არათუ ჩორჩანას ტყეში, არამედ მიმდებარე სოფლებშიც და ამას ვხსნი იმითი, რომ მიმდებარე სოფლებიდან კიდევ უკეთესდ შევძლებდით ინფორმაციის დადგენას და გამოტანას. თუმცა ამის საშუალებას ხელისუფლება არ გვაძლევს. და ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება მზად არის ჩორჩანას ტყე გადააბაროს რუსეთს" - განაცხადა ქაცარავამ”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge