Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:04 24.09.2019
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, თბილისში, მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ჩამოვა

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, თბილისში, მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ჩამოვა.


როგორც "ჯორჯიან თაიმსს" ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრიდან აცნობეს, 2 ოქტომბერს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება „მე ვხედავ მზეს“, რომელიც ბელორუსში დიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგა.


ფესტივალის ქართულ შოუ ქეისში წარმოდგენილი იქნება მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლები : „ოდისეა“ და „ქარიშხალი“.

 


მინსკში დადგმული „მე ვხედავ მზეს“ წარმოდგენილი იქნება 3 ოქტომბერს ახალციხეში, სადაც ქართული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება. ხოლო 6 ოქტომბერს ამავე ფესტივალის ფარგლებში უჩვენებენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლებს „ოდისეა“ და „ სიმარტოვე“.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge