Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:48 23.09.2019
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

23 სექტემერს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნება ქორეოგრაფიული პერფორმანსით 111/ ას თერთმეტი/ One hundred and eleven.  რეჟისორი:  ჯორჯ ბუშევეი, ქორეოგრაფები და მოცეკვავეები:  ჯოუელ ბრაუნი  და ივ მაცო.   111 - ორი სრულიად განსაკუთრებული მოცეკვავის - ჯოუელ ბრაუნისა და ივ მაცოს დუეტია. ეს არტისტები საკუთარი სიძლიერისა და დაუცველობის რეგისტრს იკვლევენ. ჯოუელი  თვითნასწავლი პარაპლეგიკოსი მოცეკვავეა, ცეკვავს Candoco -შიც გაერთიანებული სამეფოს წამყვან საცეკვაო კომპანიაში ინკლუზიური ცეკვის განხრით. ივი Scottish Ballet წამყვანი მოცეკვავე იყო წლების განმავლობაში.

 

თბილისი მე-11 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს 23 სექტემბერიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ფესტივალი 2009 წელს  ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ყოველწლიურად სხვადასხვა თეატრალურ დასს მასპინძლობს. საუკეთესო სპექტაკლების წარდგენასთან ერთად, ეწყობა მათი განხილვები, დისკუსია ახალგაზრდების მონაწილეობით.


წლევანდელ ფესტივალზე ბრიტანული სეზონი UK/Georgia 2019-ის ფარგლებში ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, გარდა ამისა, გაიმართება არტ-მარკეტი. თბილისის მერიასთან ერთად კი „თბილისობის“ ფარგლებში საჰაერო თეატრი  - მუარე გამოცდილება მოეწყობა. ხოლო 2-6 ოქტომბერი ქართული სპექტაკლების პროგრამას დაეთმობა. 


ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია გვერდზე: http://www.tbilisiinternational.com/


10  წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა უმასპინძლა 170 კომპანიას შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვედეთი, ირანი, კორეა, ლიტვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ტაივანი, ფინეთი, ესტონეთი, სომხეთი, იაპონია, ინდოეთი, უკრაინა. ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არის რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, ჯონ მალკოვიჩი.  პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, მიხეილ ბარიშნიკოვი,  ალვის ჰერმანესი და სხვა. 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge