Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:17 22.09.2019
„იერუსალიმი ხელს აიღებს მომგებიან თანამშრომლობაზე აზერბაიჯანთან და მას არასტაბილური და ეკონომიკურად შეუმდგარი სომხეთით ჩაანაცვლებს?"

სიმონ კილაძის ბლოგი „კავკასიური დიპლომატია ახლო აღმოსავლეთში“:

 

სომხეთი ისრაელში საელჩოს გასახსნელად ემზადება. რატომ არ ჰყავდა დღემდე დიპლომატიური წარმომადგენლობა? არ ჰყავდა ირანის ხათრით (თუ მორიდებით). თავის მხრივ, ისრაელს ერევანში საელჩო 2007 წლიდან აქვს.

ისე, ნახეთ, როგორი ჩაგვირისტებული დიპლომატიური ხალიჩაა:

ა) ირანი ისრაელს ნომერ მეორე მტრად მიიჩნევს აშშ-ის შემდეგ;
ბ) ირანი სომხეთისთვის უდიდეს საკომუნიკაციო როლს ასრულებს გარესამყაროსთან (მეორე გასასვლელი საზღვარგარეთ საქართველოს შემდეგ).
გ) ისრაელს აზერბაიჯანთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს;
დ) აზერბაიჯანი სომხეთის მტერია;

 

როგორც ისრაელელი პოლიტოლოგები ამბობენ, ისრაელში სომხეთის საელჩოს გახსნა აზერბაიჯანისათვის საწყენი არ უნდა იყოს. "განა ჩვენ რაიმეს ვსაყვედურობთ ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანს, რომელსაც საელჩო აქვს გახსნილი ჩვენს მტერ ირანში?, - აღნიშნავენ ისინი. რასაკვირველია, სომხეთის გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად აზერბაიჯანია დაინტერესებული. ბაქოელ პოლიტოლოგებს იმედი აქვთ, საელჩოს გახსნით იერუსალიმის კავშირები ერევანთან მაინცდამაინც დიდად არ განვითარდება. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი: აზერბაიჯანი ისრაელის სამხედრო იარაღის აქტიური შემსყიდველია. "შესაბამისად, განა იერუსალიმი ხელს აიღებს ასეთ მომგებიან თანამშრომლობაზე აზერბაიჯანთან და მას არასტაბილურ და ეკონომიკურად შეუმდგარი სომხეთით ჩაანაცვლებს?". 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge