Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:07 22.09.2019
„ისედაც გაჭირვებულებს გულს ხომ არ გაუხეთქავდა და ეტყოდა, უარეს გაჭირვებაში ჩავარდებითო?! არ ეტყოდა. კეთილი კაცია და იმიტომ!“

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს და წერს:

 

„მამუკა ხაზარაძემ თქვა, - სადაც გაჭირვებული კაცი იქნება, იქ მიგულეთო. რა თქვა ტყუილი?! აქამდეც ასე არ იყო?! ყველა გაჭირვებულის გვერდით იდგა, აბა, დალხენილი და მოლხენილი ბანკს მიადგება კრედიტისთვის?! ჰოდა, ამ გაჭირვებულებს მამუკა ხაზარაძე ეგულებოდათ შემწედ და ისიც ეხმარებოდა ეფექტური პროცენტებით. იმ ისედაც გაჭირვებულებს გულს ხომ არ გაუხეთქავდა და ეტყოდა, უარეს გაჭირვებაში ჩავარდებითო?! არ ეტყოდა. კეთილი კაცია და იმიტომ! მამუკა ხაზარაძე ახლა შარშია და ცდილობს, ეს შარიც ხეირად აქციოს, - გაჭირვებულები ბანკში ვეღარ მიდიან და ბანკირი მივიდა გაჭირვებულებთან: აბა, კიდევ რა გიჭირთ და რით გაგიჭირვოთ უარესადო“, წერს ბონდო მძინარაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge